რესტორანი ვარაზი მდებარეობს ვარაზისხევზე, ეს არის ტრადიციული ქართული რესტორანი, სადაც ადგილობრივი კულტურის ავთენტური სამზარეულო და ღია მინიმალისტური ინტერიერი სავსეა ბუნებრივი სინათლითა და ფერებით.
ლაითსტუდიომ მონაწილეობა მიიღო სანათების შერჩევის პროცესში და მოახდინა მათი ობიექტზე მიწოდება.
განათების კონცეფცია შემუშავდა რესტორნის ხასიათის გასაძლიერებლად - ბუნებრივი მასალების, დიდი ფანჯრების, ფერების და მდიდარი და ტექსტურირებული სამზარეულოს ხაზგასასმელად. გარემოს თბილი განათება სივრცეს სიმყუდროვეს სძენს, ხოლო დეკორატიული მოწყობილობები ქართული სტუმართმოყვარეობის კულტურულ არსს ასახავს.
გამოყენებული ბრენდები:
LEDS C4, Marset, Tooy









