პეტრა ჯგუფის ოფისი

პროექტი: პეტრა ჯგუფის ოფისი

ადგილმდებარეობა: თბილისი, საქართველო

პერიოდი: 2024 წელი

სამუშაო: განათების გაანგარიშება; სანათების მიწოდება

დიზაინერი: David Koiava Project

პეტრა ჯგუფის ოფისი თანამედროვე კორპორატიული სივრცეა, რომელიც თავისი ინტერიერის დიზაინისა და ფუნქციური განლაგების მეშვეობით კომპანიის დინამიურ იდენტობას ასახავს. ოფისი მდებარეობს ახლად აშენებული მზიურის ბიზნეს ცენტრში, სადაც გარემო პროფესიონალური და ამავდროულად ელეგანტურია.

ლაითსტუდიომ უზრუნველყო ოფისის საჭიროებებზე მორგებული როგორც ტექნიკური, ასევე დეკორატიული სანათების მიწოდება. მოამზადა განათების გაანგარიშებები სამუშაო ადგილის სტანდარტებისა და ერგონომიული მოთხოვნების შესაბამისად.

სამუშაო მაგიდების განათებისთვის გამოყენებულია ხაზოვანი სანათები კომფორტული UGR <16 ფიჭვური ოპტიკით. დამატებით შეირჩა მაგიდის და იატაკის სანათები, რომლებსაც აქვთ, როგორც ფუნქციური გამოყენება, ასევე ქმნის სიმყუდროვეს და ვიზუალურ ეფექტს მთელ სივრცეში. ზოგადი, საერთო განათებისთვის, ბადისებურ ჭერში ჩამონტაჟებულია წერტილოვანი სანათები საშუალო ოპტიკით.

მიმღების სივრცე გადაწყვეტილია მუქ ფერებში, კონკრეტულად მიმღების მაგიდსთვის გამოყენებულია მიმართული განათების მქონე ჩამოკიდებული სანათების ჯგუფი. გაყიდვების ლაუნჯში სივრცე ოთხ ზონად არის გაყოფილი და თითოეული სივრცისთვის გათვალისწინებულია ინდივიდუალური სანათები.

გამოყენებული ბრენდები:

LEDS C4, Marset, Axolight, Vibia 

მსგავსი პროექტები