კერძო სახლი გამოირჩევა თბილი, მყუდრო და თანამედროვე გარემოთი, სადაც დიზაინი და ფუნქციონალობა ერთმანეთთან სრულ თანხვედრაშია. ინტერიერი გამოხატავს სივრცის უნიკალურ ხასიათს და ერთდროულად შემოაქვს სახლში მსუბუქი და ჰარმონიული ენერგია.
ლაითსტუდიომ უზრუნველყო სახლის დიზაინზე მორგებული დეკორატიული სანათების მიწოდება.
პროექტი მოიცავს ელეგანტური ჭერის სანათებს, ფუნქციურ რელსურ სისტემებს და სხვადასხვა სტილისა და ფაქტურის დეკორატიულ სანათებს. თითოეული ელემენტი შეირჩა არა მხოლოდ ფუნქციონალობისთვის, არამედ დეკორატიული ნათებისთვისაც - რათა სივრცეებს დამატებოდა ინდივიდუალური ხასიათი. სახლში შეიქმნა მრავალშრიანი განათების სქემა, რომელიც სახლს უფრო კომფორტულს ხდის და სრულყოფილად ერწყმის ბინის თანამედროვე ესთეტიკას.
გამოყენებული ბრენდები:
LEDS C4, Marset, Stilnovo, &Tradition, Ingo Maurer, NEMO













