American Vintage ამერიკული მოდის ბრენდია, რომელიც გამოირჩევა თანამედროვე, მინიმალისტური ესთეტიკითა და ყოველდღიური ელეგანტურობის კონცეფციით. აღნიშნული პროექტი წარმოადგენს ბრენდის პირველ ოფიციალურ მაღაზიას საქართველოში, რომელიც თბილისში, ი. ჭავჭავაძის ქუჩაზე გაიხსნა.
პროექტში გამოყენებულია Super Modular სანათები, რომლებიც გამოირჩევა მაღალი ხარისხითა და ფუნქციური მრავალფეროვნებით. ბრენდის კონცეფციის მიხედვით, მისი ოფიციალური მაღაზიები საერთაშორისო ბაზრებზე ტექნიკური განათების მიმართულებით თანამშრომლობენ Super Modular-თან. შესაბამისად, საქართველოშიც, ამ პრინციპის დაცვით, პროექტი განხორციელდა სწორედ ამ ბრენდთან თანამშრომლობით, ხოლო ლაითსტუდიო წარმოადგენს Super Modular-ის ოფიციალურ წარმომადგენელს საქართველოში.
განათების სქემა აერთიანებს როგორც ზოგად, ისე აქცენტურ განათებას. შერჩეული სანათები აღჭურვილია მიმართულების რეგულირების შესაძლებლობით, რაც უზრუნველყოფს კონკრეტული პროდუქციის გამოკვეთას და ამავდროულად ქმნის სივრცეში კომფორტულ და დაბალანსებულ განათებას.
ლაითსტუდიოს როლი მოიცავდა სანათების მიწოდებას, პროექტის დიზაინისა და ფუნქციური მოთხოვნების შესაბამისად.
გამოყენებული ბრენდები:
Super Modular











