ვაზისუბნის მამული კახეთის გულში მდებარე მომხიბვლელი ბუტიკ-სასტუმროა, რომელიც სტუმრებს თბილ და მყუდრო გარემოს სთავაზობს, რომელიც რეგიონში არსებული ცნობილი ვენახებით არის გარშემორტყმული. მამული აერთიანებს ავთენტურ ქართულ ხასიათს თანამედროვე ღირებულებებთან, რაც მას დასვენებისა და გართობის მიმზიდველ ადგილად აქცევს.
ლაითსტუდიომ უზრუნველყო განათების გადაწყვეტილებები ძირითადი ტერიტორიებისთვის. მოვამზადეთ და მივაწოდეთ მთავარი შენობის ფასადის განათება, დავამუშავეთ და მივაწოდეთ ბილიკების განათება. ასევე, ჩავატარეთ განათების გათვლები და პროექტის ფარგლებში მივაწოდეთ როგორც ტექნიკური, ისე დეკორატიული სანათები.
ასევე მოეწო გარე აუზის და რესტორნის ტერიტორია, ზოგადი განათების ტექნიკური ხაზებითა და ხელნაკეთი ჭაღებით, რომლებიც დამზადებულია სუფთა სპილენძისგან და ბოროსილკატის მინიებით არის მორთული.
გამოყენებული ბრენდები:
LEDS C4, Il Fanale, Bespoke









