სასტუმრო ეპიზოდი თბილისი

პროექტი: სასტუმრო ეპიზოდი თბილისი

ადგილმდებარეობა: თბილისი, საქართველო

პერიოდი: 2019 წელი

სამუშაო: განათების დიზაინი

დიზაინერი: Khmaladze Architects

სასტუმრო ეპიზოდი თბილისი თანამედროვე  სტილის სასტუმროა, რომელიც აერთიანებს დიზაინს, კომფორტს და ფუნქციონალობას. თავისი ატმოსფეროთი და ელეგანტური ინტერიერით, სასტუმრო სტუმრებს სთავაზობს ცხოვრების დინამიური გამოცდილების მიღებას.


ლაითსტუდიომ განახორციელა სასტუმროს ყველა ზონის სრული განათების დიზაინი.

ფასადის განათების აქცენტირებისა და ვიზუალიზაციისთვის შეირჩა ხაზოვანი აღმართული განათება, ხოლო ფასადის მიმდებარე ბილიკების დიზაინისა და ფუნქციური განათებისთვის რამდენიმე დახრილი ტიპის განათება იქნა გამოყენებული.


სასტუმრო ოთახები და  დერეფნები განათებულია ხილული განათების მინიმალური წყაროებით, არაპირდაპირი განათებისა და დეკორატიული ელემენტების გამოყენებით.

საკონფერენციო ოთახები, თვითმომსახურების ლობი და რესტორანი გადაწყვეტილია დინამიური და ფუნქციონალური სანათებით. განათება მუშაობს არქიტექტურისა და ინტერიერის გამოსახატად და შენობას დღისით და ღამით განსხვავებულ იერსახეს უქმნის ვიზიტორებისა და გამვლელებისთვის.

მსგავსი პროექტები