სასტუმრო აფიშა

პროექტი: სასტუმრო აფიშა
ადგილმდებარეობა: თბილისი, საქართველო
პერიოდი: 2024
სამუშაო: განათების გაანგარიშება; სანათების მიწოდება; ხელნაკეთი სანათების დამზადება
დიზაინერი: ესმა ხეცურიანი

სასტუმრო აფიშა თავისი კონცეფციით ასახავს თბილისის კულტურულ ისტორიას, სადაც თეატრალური ესთეტიკა შერწყმულია რეტრო-ფუტურისტულ ელემენტებთან. ეს ვიზუალური ენა ქმნის ევროპულ ატმოსფეროს და სტუმრებს თითოეულ სივრცეში ახალი გამოცდილებისა და ემოციისთვის ამზადებს.

სასტუმროში წარმოდგენილია სხვადასხვა ფუნქციური სივრცე: სასტუმროს ნომრები, ბრასერია, ღვინის ოთახი, სახურავზე განთავსებული Bubble Bar, საკონფერენციო დარბაზი და SPA ზონა. თითოეული სივრცე ერთიანი კონცეფციის ნაწილია, ხოლო განათება ინდივიდუალურად არის შერჩეული, რათა მაქსიმალურად გაუსვას ხაზი სივრცის ხასიათს, ატმოსფეროსა და დანიშნულებას.

პროექტში გამოყენებულია სხვადასხვა ევროპული მწარმოებლის სანათები. ამასთან, პროექტში განსაკუთრებულად მნიშვნელოვან როლს ასრულებს სპეციალური შეკვეთით დამზადებული სანათები. მათი ნაწილი დიზაინერის მიერ არის ინდივიდუალურად გამოხაზული და შემდგომ რეალიზებულია მუშა ნახაზების საფუძველზე, რაც ინტერიერის კონცეფციას კიდევ უფრო ამძაფრებს და სივრცეებს გამორჩეულ ვიზუალურ იდენტობას ანიჭებს.

გამოყენებული ბრენდები:

LEDS C4; Ingo Maurer; DCW; Bespoke

მსგავსი პროექტები