სასტუმრო ტელეგრაფი არის თბილისის ცენტრში, ისტორიულ შენობაში განთავსებული სასტუმრო, რომელიც აერთიანებს არქიტექტურულ მემკვიდრეობასა და მრავალფეროვან სოციალურ სივრცეებს.
ლაითსტუდიომ პროექტისთვის შეიმუშავა ლანდშაფტის განათების კონცეფცია და უზრუნველყო გარე სივრცეების განათების გადაწყვეტილებები. დიზაინი შეიქმნა იმისთვის, რომ ხაზი გაესვა როგორც გამწვანების ზონებისთვის, ასევე პერიმეტრის ფუნქციური და ესთეტიკური მხარისთვის.
განათება მნიშვნელოვან როლს ასრულებს სივრცეში - აძლიერებს არქიტექტურულ ფორმებს, ხაზს უსვამს გარემოს ელემენტებს და ქმნის საერთო ვიზუალურ იდენტობას.
გამოყენებული ბრენდები:
LEDS C4; Heper










