თვალადში არსებული კერძო სახლი ძველისა და თანამედროვე არქიტექტურის უნიკალური შერწყმაა - ადგილი, სადაც თანამედროვე ფორმები ძველი ქვის ფასადის ერწყმის. ეს ჰარმონიული კომბინაცია ქმნის სახლს, რომელიც ერთდროულად ტრადიციულ და თანამედროვე სტილზეა დაფუძნებული. სახლის პროექტი შემუშავებულია NS Studio-ს მიერ და აღებული აქვს Architizer A+Award-ის ჯილდო Private House XL კატეგორიაში.
ლაითსტუდიომ უზრუნველყო ექსტერიერისა და ინტერიერის სრული განათება.
ინტერიერში ინტეგრირებული სადენიანი სისტემები ქმნის განათებას, რომელიც ატმოსფეროს უფრო მსუბუქს ხდის და ზედმეტი ვიზუალური დატვირთვის გარეშე დეკორატიულ სანათებს საშულებას აძლევს თავი განსაკუთრებულად წარმოაჩინონ. თბილი, ატმოსფერული შრეები და აქცენტური განათება ხაზს უსვამს არქიტექტურულ დეტალებსა და მასალებს.
ექსტერიერში განათების კონცეფცია გამოჰყოფს ქვის ფაქტურას და ნაზად უსვამს ხაზს სახლის თანამედროვე გეომეტრიას. მინიმალისტური სანათები შეუმჩნევლად ასრულებს თავის ფუნქციას და შესაბამისად ნარჩუნდება არქიტექტურული დიზაინის სისუფთავე.
შედეგად მივიღეთ განათების სქემა, რომელიც არქიტექტურის ორმაგ ხასიათს - მემკვიდრეობასა და თანამედროვე სტილს იდეალურად აბალანსებს.
გამოყენებული ბრენდები:
LEDS C4, Marset, Vibia, Nemo, FLOS





.jpg)







