Mercedes-Benz Georgia

პროექტი: Mercedes-Benz Georgia
ლოკაცია: თბილისი, საქართველო
პერიოდი: 2018
სამუშაოები: განათების კონცეფცია; განათების გათვლა; ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადება
ინტერიერის დიზაინი: TRIA Group

Mercedes-Benz Georgia წარმოადგენს თანამედროვე ავტო-ცენტრს, რომელიც აერთიანებს შოურუმს, საოფისე სივრცეებსა და სერვისცენტრს ერთიან არქიტექტურულ კომპლექსში. პროექტი გამოირჩევა ფართო მასშტაბის ვიტრაჟული ფასადით, რომელიც შენობას თანამედროვე და გამჭვირვალე ხასიათს სძენს.

პროექტის ფარგლებში, ლაითსტუდიომ შეიმუშავა განათების კონცეფცია დიზაინერების ესკიზებისა და საერთო არქიტექტურული ხედვის მიხედვით. შოურუმისა და საოფისე სივრცეებისთვის გამოყენებულია ჩაშენებული ხაზოვანი სანათები, რომლებიც გადაკვეთის პრინციპით არის განლაგებული და ხაზს უსვამს ფასადის გეომეტრიასა და არქიტექტურულ ფორმას.

გარე განათება დაგეგმილია სერვისცენტრის ფუნქციური მოთხოვნების შესაბამისად და უზრუნველყოფს უსაფრთხოებას, კარგ ხილვადობასა და კომფორტულ გარემოს როგორც მომხმარებლებისთვის, ისე პერსონალისთვის, შენობის საერთო არქიტექტურულ იდენტობასთან ჰარმონიაში.

მსგავსი პროექტები