Tatuza Jazz Club მდებარეობს ისტორიულ Telegraph-ის სივრცეში და აცოცხლებს ქართულ ჯაზს მყუდრო და დინამიკურ გარემოში. კლუბი სახელწოდებას ატარებს ქართველი ჯაზის ლეგენდის - თამაზ ყურაშვილის პატივსაცემად და დღეს წარმოადგენს ჯაზის მოყვარულთათვის ერთ-ერთ გამორჩეულ სივრცეს ქალაქში.
ინტერიერისა და განათების კონცეფცია დაფუძნებულია დახვეწილ და ელეგანტურ ატმოსფეროზე, რომელიც ხასიათდება მუქი ტონებით, ხავერდის ტექსტურებითა და თბილი განათების აქცენტებით, რაც კიდევ უფრო უსვამს ხაზს ჯაზკლუბის უნიკალურ ხასიათს.
პროექტის ფარგლებში ლაითსტუდიომ განახორციელა განათების გაანგარიშება და დიზაინის კონცეფციის შესაბამისად შერჩეული სანათების მიწოდება. განათების გადაწყვეტები მორგებულია სივრცის ატმოსფეროსა და იდენტობაზე.
გამოყენებული ბრენდები:
LEDS C4, DCW, Platek, Viabizzuno













