ალავერდი რეზორტი

პროექტი: ალავერდი რეზორტი

მდებარეობა: ალავერდი, საქართველო

პერიოდი: 2026

სამუშაო: განათების დიზაინი; განათების გაანგარიშება; სანათების მიწოდება

არქიტექტურა და ინტერიერის დიზაინი: Surgula Studio

ფოტოგრაფი: Yaroslav Lukiyachenko

‍

ისტორიული ალავერდის მონასტრის სიახლოვეს მდებარე „ალავერდი რეზორტი“ შთაგონებულია საქართველოს საეკლესიო და კლდეში ნაკვეთი არქიტექტურული მემკვიდრეობით. უფლისციხის, დავით გარეჯისა და ვარძიისთვის დამახასიათებელი ფორმები აქ თანამედროვე თაღებისა და სკულპტურული მოცულობების სახითაა გადააზრებული.

პროექტის ფარგლებში, ლაითსტუდიომ უზრუნველყო განათების დიზაინი, გაანგარიშებები და სანათების მიწოდება. განათების კონცეფცია შემუშავდა კურორტის საერთო არქიტექტურული და ინტერიერის ხასიათის გათვალისწინებით.

განათება დახვეწილად მიჰყვება არქიტექტურულ ფორმებს, ხაზს უსვამს ბუნებრივი მასალების ტექსტურას და კიდევ უფრო აძლიერებს სივრცეების მშვიდ, მონუმენტურ ხასიათს.

‍

გამოყენებული ბრენდები:

LedsC4, iGuzzini, DCW

მსგავსი პროექტები