მოედანი

პროექტი: მოედანი
ადგილმდებარეობა: თბილისი, საქართველო
პერიოდი: 2024
სამუშაო: განათების დიზაინი; სანათების მიწოდება
დიზაინერი: Bau Design

მოედანი წარმოადგენს მულტიფუნქციურ სივრცეს ძველი თბილისის ისტორიულ ცენტრში, რომელიც აერთიანებს ისტორიას, ტრადიციულ არქიტექტურასა და თანამედროვე დიზაინს.

პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია გარე განათება. ლაითსტუდიოს სამუშაოები მოიცავდა განათების გაანგარიშებებს, ნახაზებისა და სპეციფიკაციების მომზადებას, ასევე სანათების მიწოდებას.

განათების სისტემა შექმნილია არქიტექტურული კონცეფციის გასაგრძელებლად - ის არა მხოლოდ უზრუნველყოფს ფუნქციურ განათებას, არამედ უსვამს ხაზს სივრცის ესთეტიკას და ქმნის კომფორტულ, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოს ისტორიულ ურბანულ კონტექსტში.

სამუშაო და საგამოფენო სივრცეები, საცხოვრებელი და საზოგადოებრივი ზონები, კაფეები, ბარები და გამწვანებული ეზო მოედანს აქცევს ქალაქის ახალი ენერგიის ცენტრად.

გამოყენებული ბრენდები:

Benito

მსგავსი პროექტები