არომატეკა

პროექტი: არომატეკა

ადგილმდებარეობა: თბილისი, საქართველო

პერიოდი: 2025

სამუშაო: განათების კონცეფცია; განათების გაანგარიშება; ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადება; სანათების მიწოდება

დიზაინერი: Studio D73

არომატეკას ინტერიერის დიზაინი შესრულებულია იტალიური დიზაინერული კომპანიის მიერ, ლაითსტუდიომ კი შეიმუშავა განათების კონცეფცია, განახორციელა შესაბამისი განათების გაანგარიშებები, მოამზადა ტექნიკური დოკუმენტაცია და მოახდინა სანათების მიწოდება.

განათების კონცეფცია ეფუძნება რელსური ტიპის სისტემას, რომელიც გამოიყენება როგორც ძირითადი განათება და აერთიანებს სხვადასხვა ოპტიკის მქონე სანათებს. საშუალო ოპტიკის სანათები გამოიყენება თაროებზე განთავსებული პროდუქციის ხაზგასასმელად, ხოლო ფართო ოპტიკის სანათები - საერთო სივრცის ერთგვაროვანი განათებისთვის.

თაროებზე წარმოდგენილი პროდუქციის უკეთ წარმოსაჩენად და ვიზუალური აქცენტების შესაქმნელად გამოყენებულია ავეჯში ჩაშენებული დიოდური ლენტი. ფასადის ვიზუალური ერთიანობისთვის გამოყენებულია ვიწრო ოპტიკის წერტილოვანი სანათები, რომლებიც ორგანულად ერწყმის არქიტექტურულ ელემენტებს.

მსგავსი პროექტები