რესტორანი ამბასადორი

პროექტი: რესტორანი ამბასადორი

მდებარეობა: ბათუმი, საქართველო

სამუშაო: განათების დიზაინი; განათების გაანგარიშება; სანათების მიწოდება

რესტორანი „ამბასადორი“ ბათუმში მდებარე პრემიუმ კლასის რესტორანია, სადაც ინტერიერის თითოეული დეტალი სტუმრების კომფორტსა და გამორჩეული ატმოსფეროს შექმნაზეა ორიენტირებული. განათება ინტერიერის კონცეფციის განუყოფელი ნაწილია. პროექტის ფარგლებში ლაითსტუდიომ შეიმუშავა ტექნიკური განათების კონცეფცია და უზრუნველყო სანათების შერჩევა და მიწოდება.

ტექნიკური განათება ნებისმიერი ინტერიერის ერთ-ერთი მთავარი ელემენტია. ის განსაზღვრავს განათების ძირითად სქემას, წარმოაჩენს არქიტექტურულ ფორმებსა და ინტერიერის მასალებს, ასევე სივრცეს ფუნქციურსა და კომფორტულს ხდის.

პროექტისთვის შერჩეული სანათები აერთიანებს როგორც ფუნქციურ, ისე ესთეტიკურ თვისებებს. ტექნიკური განათების სხვადასხვა ტიპის კომბინაცია ქმნის დაბალანსებულ განათებას მთელი სივრცის მასშტაბით, ხაზს უსვამს ინტერიერის მნიშვნელოვან დეტალებს და სტუმრებისთვის სასიამოვნო და კომფორტულ გარემოს უზრუნველყოფს.

‍

გამოყენებული ბრენდები:

LedsC4

‍

მსგავსი პროექტები