რედისსონ რედ თბილისი

პროექტი: რედისსონ რედ თბილისი

ადგილმდებარეობა: თბილისი, საქართველო

პერიოდი: 2022 წელი

სამუშაო: სასტუმრო ოთახების განათების გაანგარიშება; ხელნაკეთი სანათების დამზადება; სანათების მიწოდება

დიზაინი: Surgula Studio

რედისონ რედ არის ცოცხალი ცხოვრების სტილის სასტუმროს კონცეფცია, რომელიც ენერგიული ატმოსფეროთი და შემოქმედებითი ინტერიერით აერთიანებს თამამს დიზაინს და ესთეტიუობას. სასტუმრო დამსვენებლებს, რომლებიც განსხვაბეულ გარემოს ეძებენ, სთავაზობს დინამიური ყოფნის გამოცდილებას ენერგიული ატმოსფეროთი და კრეატიული ინტერიერით.

ლაითსტუდიომ მოახდინა სტუმრების ოთახებისთვის დეკორატიული და სპეციალური დამზადების სანათების მიწოდება. რესტორნის სივრეცეებისთვის გამოვიყენეთ რელსური განათების სისტემები, ხოლო ფასადის განათებისთვის გამოყენებულია ნაზი ლენტური განათება.  

სასტუმროს შესასვლელსა და ლობიში გამოყენებულია სპეციალური დამზადების სანათები, რომელიც შედგება 1500 მილისგან. ისინი შექმნილი, აწყობილი და მოხატულია განსაკუთრებული სიყვარულით. სასტუმროს დიზაინი შექმნილია Surgula სტუდიის მიერ. სანათების წარმოება, მონტაჟი და მიწოდება კი განახორციელა ლაითსტუდიოს გუნდმა.

გამოყენებული ბრენდები:

LEDS C4, Bespoke

მსგავსი პროექტები