მზიური ბიზნეს ცენტრი წარმოადგენს მრავალფუნქციურ ბიზნეს ცენტრს, რომელიც აერთიანებს კომფორტს და თანამედროვე სტილს ქალაქის ცენტრალურ უბანში. ბიზნეს ცენტრის ტერიტორიაზე მოთავსებულია მაღაზიები, კაფე-ბარები, სპორტდარბაზი, ოფისები და საერთო სარგებლობის სივრცეები. შენობის გარე ზონები კი მოწყობილია სტუმრებისთვის მყუდრო გარემოს შესაქმნელად.
ლაითსტუდიომ შეასრულა განათების გაანგარიშებები. შეარჩია ტექნიკური მახასიათებლების მქონე სანათები მიმდებარე გზებისთვის, ბილიკებისთვის, პარკინგისა და ლანდშაფტის ზონებისთვის, შემდგომ კი განახორციელა მათი მიწოდება.
განათების კონცეფცია შემუშავებულია როგორც სივრცის ფუნქციური დატვირთვის, ისე უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველსაყოფად როგორც დღის, ისე ღამის საათებში.
გამოყენებული ბრენდები:
LEDS C4, Heper







