Radisson Tsinandali Villa

პროექტი: Radisson Tsinandali Villa

მდებარეობა: წინანდალი, საქართველო

პერიოდი: 2022

სამუშაო: განათების გაანგარიშება; სანათების მიწოდება

დიზაინი: 10_10 Interiors

არქიტექტურა: Midamo Architecture

‍

კახეთში, რედისონ წინანდლის მამულში მდებარე ხუთოთახიანი ვილა თავისი თანამედროვე და დახვეწილი არქიტექტურით გამოირჩევა. როგორც ინტერიერის, ისე ექსტერიერის საერთო ხასიათს დახვეწილი და მშვიდი ატმოსფერო განსაზღვრავს.

პროექტის ფარგლებში, ლაითსტუდიომ უზრუნველყო განათების გაანგარიშება და სანათების მიწოდება. ინტერიერში გამოყენებული ტრეკული განათების სისტემა ფუნქციურ განათებას უზრუნველყოფს, ხოლო ფასადის განათება, განსაკუთრებით საღამოს საათებში, ხაზს უსვამს შენობის არქიტექტურულ ფორმებსა და ფასადზე გამოყენებული წითელი აგურის ტექსტურას, რაც კიდევ უფრო აძლიერებს ვილის თბილ და გამორჩეულ ხასიათს.

‍

გამოყენებული ბრენდები:

LedsC4, DCW

‍

მსგავსი პროექტები