ბესთ უესთერნ ქუთაისი

პროექტი: ბესთ უესთერნ ქუთაისი

ადგილმდებარეობა: ქუთაისი, საქართველო

პერიოდი: 2016 წელი

სამუშაო: ფასადის განათების დიზაინი და სანათების მიწოდება; ინტერიერის განათების გაანგარიშება და სანათების მიწოდება

ბესთ უესთერნ ქუთაისი თანამედროვე და ელეგანტური სასტუმროა, რომელიც ქუთაისის ისტორიულ ცენტრში მდებარეობს. სრულყოფილი ინტერიერითა და მყუდრო სივრცეებით, სასტუმრო დამსვენებლებს სთავაზობს კომფორტულ, ფუნქციურ და დახვეწილ ატმოსფეროს. ბესთ უესთერნ ქუთაისი იდეალური ადგილია, როგორც საქმიანი და ბიზნეს ტურისტებისთვის, ასევე დასასვენებელად და ქალაქის მოსანახულებლად ჩასული დამსვენებლებისთვის.

ლაითსტუდიომ სასტუმროს ფასადისთვის შეიმუშავა განათების დიზაინი და მოახდინა სანათების მიაწოდება, ხოლო ინტერიერისთვის გაკეთდა განათების გაანგარიშებები და მოხდა შესაბამისი სანათების მიწოდება.

ფასადის განათებისთვის გამოყენებულია პროჟექტორები აქცენტირებული ფასადის შესაქმნელად. ქარვისფერი 180-გრადუსიანი განათების პროჟექტორები ჩაშენებულია ზედა სართულის ფანჯრებში, ხოლო პირველი სართულის ორმხრივი კედლის სანათები გამოყენებულია როგორც ფასადის ამოსანათებლად, ასევე შენობის გარშემო განათებული ატმოსფეროს შესაქმნელად, რაც სასტუმროს იერსახეს განსაკუთრების აძლიერებს საღამო საათებში.

ინტერიერის დიზაინი აერთიანებს მოწყობილობების ფართო სპექტრს - კედლის, იატაკის და ჭერის სანათებს - რომლებიც გამოყენებულია როგორც სტუმრების ოთახებში, ასევე საზოგადოებრივ ადგილებში. ინტერიერის განათება ხაზს უსვამს კომფორტს და ელეგანტურობას, ქმნის თბილ ატმოსფეროს სტუმრების ოთახებში და ცოცხალ განწყობას სასადილო და მისაღებ ზონებში.

გამოყენებული ბრენდები:

ფასადი: LEDS C4

ინტერიერი: LEDS C4, Tom Dixon, Dark

მსგავსი პროექტები