შატო მუხრანი წარმოადგენს გამორჩეულ არქიტექტურულ და კულტურულ კომპლექსს მუხრანში, რომელიც დღეს ფუნქციონირებს, როგორც მაღალი დონის ღვინის ტურიზმისა და ღონისძიებების სივრცე. სასახლე და მისი გარემო ქმნის უნიკალურ ატმოსფეროს, სადაც ისტორიული არქიტექტურა და თანამედროვე ფუნქციონალი ერთიანად იკვეთება.
კომპლექსის მასშტაბური რესტავრაცია რამდენიმე ეტაპად განხორციელდა, რაც მიზნად ისახავდა ისტორიული არქიტექტურის აღდგენას და ავთენტური დეტალების შენარჩუნებას, შემდგომში სივრცის აქტიური გამოყენბისთვის. განახლებული შატო მუხრანი ოფიციალურად გაიხსნა კულტურული ღონისძიებების, ღვინის ტურიზმისა და მაღალი დონის სტუმართმოყვარეობის ადგილად.
2021 წელს LightStudio-მ განახორციელა სასახლის ფასადის სრული განათება. კონცეფცია შექმნილია არქიტექტურის ხაზგასმითა და ვიზუალური ბალანსის დაცვით, რაც საღამოს საათებში კომპლექსს შესანიშნავ ვიზუალურ ეფექტს მატებს.








