Tbilisi Outlet Village

პროექტი: თბილისი აუთლეტ ვილიჯი

ადგილმდებარეობა: თბილისი, საქართველო

პერიოდი: 2025 წელი

სამუშაო: განათების კონცეფცია; განათების გაანგარიშება; ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადება; სანათების მიწოდება

არქიტექტორი: L35 Architects

Tbilisi Outlet Village წარმოადგენს პირველ აუთლეტ ვილიჯს, რომელიც საქართველოში ახალ სავაჭრო და ურბანულ გამოცდილებას ქმნის. პროექტი ჩამოყალიბებულია როგორც ღია, საფეხმავლო სივრცე მკაფიო არქიტექტურული იდენტობით.

პროექტის ფარგლებში ლაითსტუდიომ შეიმუშავა განათების კონცეფცია, განახორციელა შესაბამისი განათების გაანგარიშებები და მოამზადა ტექნიკური დოკუმენტაცია.

პროექტში გამოყენებულია ესპანური ბრენდის Benito-ს გარე გამოყენების ურბანული სანათები - როგორც კედლის, ასევე ბოძის ტიპის მოდელები. სანათების დიზაინი ორგანულად ერწყმის არქიტექტურას და ხაზს უსვამს სივრცის კლასიკურ იერსახეს, ინარჩუნებს ერთიან და დახვეწილ ვიზუალს.

სანათებში ინტეგრირებულია თანამედროვე დიოდური განათების მოდული, რომელიც გამოირჩევა ენერგოეფექტურობითა და მაღალი ოპტიკური მახასიათებლებით. განათებამ შექმნა მყუდრო, თბილი და ოჯახური ატმოსფერო, რომელიც ვიზიტორებს კომფორტისა და უსაფრთხოების განცდას უჩენს და სივრცეს არქიტექტურულად გამართულ და დახვეწილ იერსახეს სძენს.

გამოყენებული ბრენდები:

Benito

მსგავსი პროექტები